გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29 ივნისის დღის ბოლოდან 30 ივნისის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან კი — ძლიერი ნალექი, ელჭექი, სეტყვა და ქარის დროებითი გაძლიერება.
სააგენტოს განმარტებით, მოსალოდნელმა ნალექმა შესაძლოა გამოიწვიოს: პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა ან გააქტიურება.
აღნიშნულ პერიოდში საფრთხის დონე საშუალოდ ფასდება.