LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სინოვაკის” გამოყენებას ჯანმოს რეკომენდაციის შესაბამისად დავიწყებთ, გუშინ უკვე გამოქვეყნდა ძალიან კარგი მონაცემები: გაბუნია

64
თამარ-გაბუნია

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ვაქცინაციის პროცესზე ისაუბრა და ასევე აღნიშნა, რომ უახლოეს პერიოდში, ქვეყანაში ვაქცინების დამატებით დოზებს ელოდებიან.

თამარ გაბუნიას განცხადებით, კოვაქსპლატფორმის საშუალებით, “ფაიზერის” ვაქცინის გარკვეული დოზების შემოტანა ივნისშია მოსალოდნელი:

“ამ ეტაპზე “სინოფარმი” გვაქვს. ასევე იცით, “სინოვაკია” ქვეყანაში და მის გამოყენებასაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად დავიწყებთ. გუშინ უკვე გამოქვეყნდა ძალიან კარგი მონაცემები, ორივე ვაქცინის ეფექტიანობის შესახებ, რაც იმედისმომცემია იმ კუთხით, რომ ავტორიზაციას ორივე ვაქცინა მალე მიიღებს.

მოკლე ხანში შესაძლებელია ბაზარზე “ნოვავაქსის” მეტად აქტიურად გამოჩენა, როგორც “კოვაქსის” პლატფორმით, ასევე უშუალოდ “ნოვავაქსთან” მოლაპარაკების საშუალებით. ასევე “კოვაქსიდან” “ფაიზერის” გარკვეული დოზები ივნისშია მოსალოდნელი. მიდის მუშაობა “ფაიზერთან” დამატებით დოზებზე, რაზეც ინფორმაცია მოკლე ხანში გვექნება.” – თქვა გაბუნიამ.

შეგახსენებთ, დღეიდან იმუნიზაციის პროცესში “სინოფარმის” ვაქცინაც ჩაერთო.

პოპულარულები