LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სინოვაკმა” მაღალი ეფექტიანობა აჩვენა: ინდონეზიაში ჩატარებული კვლევის შედეგები

152
cinovac სინოვაკი

Sinovac Biotech-ის მიერ წარმოებულმა ვაქცინამ მაღალი ეფექტიანობა აჩვენა.

ინდონეზიაში ჩატარებული კვლევის უახლეს შედეგებზე უცხოური მედიასაშუალებები დღეს აქტიურად წერენ.

კვლევის შედეგებზე დღეს, პრესკონფერენციაზე ისაუბრეს და განაცხადეს, რომ ვაქცინის ერთი დოზის გაკეთებიდან 7 დღის შემდეგ, “სინოვაკმა” 96 %-იანი ეფექტიანობა აჩვენა.

კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ რეალურ ჯგუფებში ჩატარებული ცდების შედეგად, კოვიდვაქცინა ძალიან ეფექტიანი აღმოჩნდა.

ცდაში 25 374 სამედიცინო მუშაკი მონაწილეობდა.

ჯანდაცვის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ შედეგები იმედისმომცემია ათობით განვითარებადი ქვეყნისთვის, რომლებიც სწორედ ამ ვაქცინაზეა დამოკიდებული. აღნიშნული ვაქცინა კი ამ დრომდე ჩატარებული კვლევების მიხედვით, გაცილებით დაბალ შედეგს აჩვენებდა დასავლურ ვაქცინებთან შედარებით.

ცდის ავტორები აცხადებენ, რომ ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტაში, იანვრიდან მარტის თვემდე, სამედიცინო მუშაკებს აკვირდებოდნენ და დადგინა, რომ ვაქცინა, 98 %-ს სიკვდილისგან, 96 %-ს კი სტაციონარში მოხვედრისაგან იცავდა.

კვლევის შედეგებში ასევე აღნიშნულია, რომ ცდისპირების 94% დაცული იყო სიმპტომური ინფექციისგან.

“ჩვენ ვხედავთ ინფექციის გავრცელების ძალიან, ძალიან მკვეთრ ვარდნას, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის შემცირებას. ჯერ უცნობია, ვირუსის რომელ შტამზე მოქმედებდა “სინოვაკი” ყველაზე ეფექტიანად, თუმცა შედეგები ძალიან დამაიმედებელია.” – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ბადი განადი სადიკინმა.

 

magti 5g