გახმაურებული და მრავალი ნომინაციის მქონე ფილმის, Wicked-ის ვარსკვლავი, სინტია ერივო, საკულტო მიუზიკლში „იესო ქრისტე – სუპერვარსკვლავი“ იესოს როლს შეასრულებს.
ტიმ რაისისა და ენდრიუ ლოიდ-ვებერის ნაწარმოები დადგმისთვის თეატრალურმა რეჟისორმა სერხიო ტრუხილომ გარდაქმნა.
სპექტაკლი სამი დღის განმავლობაში, Hollywood Bowl-ის სცენაზე 1-დან 3 აგვისტომდე ჩატარდება.
ქასთის სხვა წევრების ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.
ასე ვერავინ მღერის – სინტია ერივოს გასაოცარი შესრულება და გაოგნებული მაყურებელი

