LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სირცხვილია, რა დროს დასვენებაა? – ახალგაზრდების პროტესტი [ფოტოები]

296
სირცხვილია

აქცია, რომელიც ოკუპაციის თემაზე, უკვე თითქმის ორი თვის წინ თბილისში, პარლამენტის გამზირზე დაიწყო, დღეს გორამდე ჩავიდა.

აქცია “სირცხვილიას” მონაწილეები გუგუტიანთკარში მიმდინარე უკანონო ბორდერიზაციის პროცესსა და რუსულ ოკუპაციაზე გორის მერის განცხადებას აპროტესტებენ.

“რა დროს დასვენებაა?” “რუსეთი ოკუპანტია” – ამ შინაარსის ბანერები ჰქოდათ მათ ქალაქის მერიასთან მიტანილი.

გორის მერი გუგუტიანთკარში გონიოში დასვენების შემდეგ ჩავა

გორის მერი შვებულებაშია და ის გონიოში ისვენებს. ამის შესახებ დღეს დილით ინფორმაცია qartli.ge-მ გაავრცელა.

სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ, რომ ქვეყნისთვის და მით უმეტეს მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვან პერიოდში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები არ უნდა ისვენებდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g