LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სირცხვილია საქართველოვ, საქართველოვ! – სირცხვილია…“ – ტარიელ ხარხელაურის ახალი ლექსი

7998
tarixel xerxelauri news

ტარიელ ხარხელაურმა სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე ახალი ლექსი გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს დღევანდელ ყოფას ეხმიანება:

„ვეღარ ვიგებ, ვინ რას ყბედობს…

ყველგან ჭკუის სიმწირეა,

ვის ხელში ხარ ქვეყნის ბედო –

რა მზაკვრულად გვიცინიან,

სირცხვილია საქართველოვ,

საქართველოვ! – სირცხვილია…

რა ვქნა, როგორ დავემალო

მუხლის მოხრას, ზიზღს და ლაქუცს,

შიშსა ვმალავ,რწმენას ვმალავ,

ვმალავ – რადგან მავანსა სურს,

რა პასუხს სცემ საქართველოვ

სისხლით ნაწერ წმინდა წარსულს.

არავისი აღარ მჯერა,

აღარც სიკვდილს არ მაცლიან,

ვერაფერი მიყო მტერმა –

ჩემმა სისხლმა დამაქცია,

არ გაცლიან საქართველოვ,

წამოდგომას არ გაცლიან….

მთებზე სქელი ჯანღი წვება,

ჯანღში ნათლის სიმცირეა,

შენი დროის დავიწყება,

სირცხვილია, სირცხვილია,

საქართველოვ სირცხვილია…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები