LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სირია მხარს უჭერს აფხაზ ხალხს, მათ სუვერენიტეტს და მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს: სირიის ლიდერი

119
ასლან ბჟანია და ბაშარი

„სპუტნიკ-აფხაზია”-ს ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი, ასლან ბჟანია სირიის ლიდერ ბაშარ ალ-ასადს შეხვდა.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ბაშარ ალ ასადმა აღნიშნა, რომ „აფხაზეთის სახელმწიფოს მეთაურის ვიზიტს“ დიდი მნიშვნელობა აქვს „სახელმწიფოთაშორისი“ ურთიერთობების განვითარებისათვის, რომელიც აფხაზეთსა და სირიას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობას ახალ სტიმულს მისცემს.

მისი თქმით, სირია აფხაზი ხალხის „სუვერენიტეტს“ მუდამ მხარს დაუჭერს.

„სირიამ მხარი დაუჭირა და მხარს უჭერს აფხაზ ხალხს, მათ სუვერენიტეტს და მომავალშიც გააგრძელებს მათ მხარდაჭერას”, – განაცხადა სირიის ლიდერმა.

თავის მხრივ, ბჟანიამ მადლობა გადაუხადა ბაშარ ალ-ასადს აფხაზეთის ე.წ. „დამოუკიდებლობის“ აღიარებისა და მასთან „დიპლომატიური ურთიერთობების“ დამყარებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებისთვის.

პოპულალურები