სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ ეკონომიკური ინფრასტრუქტურა განადგურებულია, – ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, იგორ კონაშენკოვმა, განაცხადა.
იგორ კონაშენკოვის თქმით, „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებს“ სირიაში შეიარაღების შეძენის დაფინანსების წყაროები უკვე აღარ გააჩნიათ.
„რუსეთის საჰაერო ძალებმა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ ეკონომიკური ინფრასტრუქტურა გაანადგურეს. სირიაში „ისლამურ სახელმწიფოს“ შეიარაღების შეძენისა და დაქირავებული მებრძოლების აყვანის დაფინანსების წყაროები არ გააჩნია,“ – აღნიშნა მან.