LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სირიელი ბავშვები პოკემონების სურათებით მსოფლიოს დახმარებას სთხოვენ

305

ფოტოები, რომლებზეც სირიელი ბავშვები პოკემონის სურათებთან ერთად არიან გადაღებული, ინტერნეტში უკვე რამდენიმე თვეა, ტრიალებს. ბავშვები მსოფლიოს დახმარებას სთხოვენ.

სევდიანი ბავშვებს ხელში პოკემონის სურათები უჭირავთ, წარწერით „მე აქ ვარ, მოდი და გადამარჩინე“.

ამასთან, ყველა სურათზე ბავშვის ადგილსამყოფელია მითითებული. ისინი სირიის სხვადასხვა ქალაქიდან არიან.

ერთ-ერთი ბავშვის სურათზე წერია : „მე კაფრ ნაბლი ვარ, იდლიბიდან, მოდი და გადამარჩინე…“

ფოტოები „სირიის მედია-ოფისის რევოლუციური ძალების“ მიერ გავრცელდა, ორგანიზაცია ბაშარ ალ-ასადის საპრეზიდენტო რეჟიმის წინააღმდეგ სირიელების გზავნილების გავრცელებას უწყობს ხელს.

 

„მედია დიდ ყურადღებას უთმობს მსოფლიოს დაინტერესებას პოკემონით. გადავწტვიტეთ, გამოგვექვეყნებინა ფოტოები, რათა კიდევ ერთხელ შეგვეხსენებინა ყველასთვის, როგორ ცხოვრობენ სირიელები მუდმივი დაბომბვის პარალელურად,“ -განაცხადა ორგანიზაციის წარმომადგენელმა The Independent-თან.

1

3

4

5

6

7

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g