LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სისხლიან დარბევას არ შეუწუხებია, უსინდისოდ მოვიდა და უსინდისოდ მიდის – გიგი უგულავა მიხეილ გიორგაძეზე

214
გიორგაძე- უგულავაააა

ოპოზიცია მიხეილ გიორგაძის გადადგომას ეხმაურება. “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე კი არ გადადგა, ის მოხსნეს. უგულავას თქმით, მიზეზი ისაა, რომ მთელი მისი სფერო რუსთაველზე დგას. 

მიხეილ გიორგაძე მინისტრის მოადგილის თანამდებობას ტოვებს

დროა, ადგილი ახალ ადამიანებს, ახალ ენერგიას დავუთმო

„მოედინება და მოაქვს მდინარეს. როგორც უსინდისოდ დაინიშნა ისე უსინდისოდ მიდის. სისხლიან დარბევას არ შეუწუხებია, წასვლის მიზეზად სტანდარტულ მოტივს სისტემაში ახალ სისხლს ასახელებს. სინამდვილეში, მოხსნეს! მოხსნეს იმის გამო, რომ მთელი მისი სფერო ეს დღეებია რუსთაველზე დგას და აბა “რობიკას“ (სტურუას) უფროსი გიორგაძე, ისედაც არასდროს ყოფილა.“– წერს გიგი უგულავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები