LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სისხლიანი გარჩევა ქორწილში – რა მოხდა ახალქალაქში

446
ჩხუბი

ჩხუბი ქორწილში და სისიხლიანი გარჩევა – ახალქალაქში სამი ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. დაჭრილები 21, 23 და 26 წლის სოფელ კუმურდოს მცხოვრებლები არიან. ერთ მათგანს ჭრილობა ღვიძლის არეში აქვს მიყენებული, ორს კი გულ-მკერდის მიდამოში. 

სამივე მათგანი ახალქალაქის რეფერალურ ჰოსპიტალში არიან გადაყვანილები. მათ სამედიცინო დახმარება უკვე გაეწიათ და ოპერაციები ჩაუტარდათ. არსებული ინფორმაციით, ორი დაჭრილი თბილისში გადაიყვანეს, ერთი კი ადგილობრივ კლინიკაში რჩება. 

ადგილობრივების ინფორმაციით, დაპირისპირება სიტყვიერი შელაპარაკებით დაიწყო, რაც სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა. ჩხუბის მიზეზი უცნობია.

შსს-ს ინფრომაციით, გამოძიება  ორი არ მეტი პირის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g