LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სისხლიანი გარჩევა სოფელ გაჩიანში – დაკავებულია ერთი ადამიანი

საპატრულო-ლენტი-შსს-პოლიცია-1

სამართალდამცავებმა სოფელ გაჩიანში, სისხლიანი გაარჩევის შედეგად, სამი ადამიანის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. შსს-ს ცნობით, დაკავებულია 1970 წელს დაბადებული ზ.ტ., პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე კი 1991 წელს დაბადებული ე.კ და 1995 წელს დაბადებული ა.მ. დააკავეს.

“ზ.ტ.-ს მიერ ჩადენილი დანაშაული 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, პოლიციისთვის წინააღმდეგობის ბრალდებით დაკავებულებს 4-დან 7 წლამდე ვადით სასჯელი ემუქრებათ. გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 24 დეკემბერს, სოფელ გაჩიანის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთდაპირისპირებისას, ზ.ტ.-მ ნაგანის სისტემის პისტოლეტიდან 3 პირი დაჭრა. შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად მისულმა სამართალდამცველებმა ზ.ტ. განაიარაღეს და დაპირისპირებულთა გაშველება დაიწყეს, რა დროსაც, შეკრებილმა მოქალაქეებმა პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწიეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მომხდარის შედეგად, სამართალდამცველებმა 1 პირი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, 2 მოქალაქე კი ჯგუფის მიერ პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს,” – წერია შსს-ს განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები