ვაკეში, არაყიშვილის ქუჩაზე სისხლიანი გარჩევა მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, შუქნიშანზე გაჩერების დროს, მერსედესის მარკის ავტომობილის მძღოლს ჩასაფრება მოუწყვეს.
როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, მათ გასროლის ხმა რამდენჯერმე გაიგეს.
შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიჭრა.
როგორც ფორტუნას შსს-ში განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება) და 118-ე (ჯანმრთელობის განძრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება) მუხლებით.