LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სისხლის სამართლის ჯარიმებზე ამნისტია დაიწყო: აღსრულების ეროვნული ბიურო

74
FORTUNA.GE-

აღსრულების ეროვნულ ბიუროში სისხლის სამართლის ჯარიმების საქმის წარმოების შეწყვეტა უკვე დაიწყო.

აღნიშნული პროცესი 2021 წლის 11 იანვრის ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის შესაბამისად განხორციელდება.

აღსრულების ეროვნული ბიურო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ამნისტია შეეხება სისხლის სამართლის ჯარიმის 5 440 მიმდინარე საქმეს, რომელთა აღსასრულებელი მოთხოვნის ჯამური ოდენობა 20 მილიონამდე ლარს შეადგენს.

,,ამნისტიის შესახებ“ კანონის შესაბამისად:

კანონი "ამნისტიის შესახებ" ძალაში შევიდა: ვინ და როდის ტოვებს საპატიმროებს

ამნისტია შეეხება 1 500-ზე მეტ პატიმარს. 10 ათასზე ავა იმ პირების რიცხვი, რომელიც პრობაციის რეჟიმში შეღავათს მიიღებს.

►  ჯარიმისგან სრულად თავისუფლდება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებული პირი, სადაც სასამართლო გადაწყვეტილება მიღებულია 2012 წლის ოქტომბრამდე და აღნიშნული გადაწყვეტილება ამ დრომდე აღსრულებული არ არის;

►  თუ სასამართლოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ არის აღსრულებული, ამნისტია გავრცელდება მხოლოდ ჯარიმის აღუსრულებელ ნაწილზე;

სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლებული პირების მიმართ მიმდინარე სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის პროცესი 25 იანვარს დასრულდება.

დამატებითი ინფორმაციის მისარებად კი მოქლაქეებს შესაძლებლობა აქვთ დაუკავშირდნენ ბიუროს საკონტაქტო ნომერზე – 2 749 649.

პარლამენტმა “ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა

mazda magti 5g