LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო უკრაინაში ომის დანაშაულის გამოძიებას იწყებს

96
ჰააგის სასამართლო

საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ ჰააგაში განაცხადა, რომ ოთხშაბათს  უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ აქტიურ გამოძიებას დაუყოვნებლივ დაიწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

სასამართლოს პროკურორმა, კარიმ ა.ა. ხანმა განაცხადა, რომ სასამართლოს 39 წევრმა ქვეყანამ გამოძიების გაგრძელება მოითხოვა.

„მტკიცებულებების შეგროვებაზე ჩვენი მუშაობა ახლა დაიწყო“, – თქვა ხანმა და აღნიშნა, რომ გამოძიება უკრაინაში მომხდარ ინციდენტებს 2013 წლიდან დღემდე დაფარავს.

პროკურორის თქმით, მისმა ოფისმა „უკვე იპოვა გონივრული საფუძველი, დაეჯერებინა, რომ დანაშაულები სასამართლოს იურისდიქციის ფარგლებში იქნა ჩადენილი, და გამოავლინა ის პოტენციური შემთხვევები, რომლებზეც მტკიცებულებები სასამართლოსთვის დასაშვები იქნებოდა“.

ICC-ის მთავარმა პროკურორმა მოუწოდა კონფლიქტში ჩართულ ყველა მხარეს, დაიცვან საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი.

ჯონსონი: 38-მა ქვეყანამ რუსეთის უკრაინაში ბარბაროსული შეჭრის გამო, საერთაშორისო სასამართლოს მიმართა – პუტინი მსგავსი საზარელი ქმედებების ჩადენას დაუსჯელად ვერ შეძლებს