„გაუზიარე სიცოცხლე, გაიღე სისხლი“ – გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია სისხლის უანგარო დონაციის კამპანიაში ჩაერთო.
სისხლის უანგარო დონაცია უამრავი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის შესაძლებლობას იძლევა. აქცია თბილისის მერიის ა(ა)იპ „სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურის“ მიერ იყო ორგანიზებული.
საქართველოში არსებულ სისხლის ბანკებს შორის „სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურს“ ლიდერი პოზიცია უკავია და დონორული სისხლითა და მისგან დამზადებული სისხლის კომპონენტებით ამარაგებს როგორც ბავშვთა, ისე მრავალპროფილურ კლინიკებს.