უკრაინაში მიმდინარე რუსულ აგრესიას რომი პაპი ფრანცისკე ეხმაურება.
კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლი, Reuters-თან აცხადებს, რომ ის რაც უკრაინაში ხდება არის ომი, რომელსაც მოაქვს სიკვდილი.
“სისხლისა და ცრემლების ნაკადები მოდის უკრაინაში. ეს სამხედრო ოპერაცია კი არა, ომია, რომელსაც სიკვდილი, განადგურება და გაჭირვება მოაქვს”
პაპმა ფრანცისკემ უარყო რუსეთის მიერ გამოყენებული ტერმინი “სპეციალური სამხედრო ოპერაცია” და განაცხადა, რომ უკრაინა ომის მიერ ნადგურდება და ყველა ზომაა გასატარებელი, იმისათვის რომ ეს ბრძოლა დასრულდეს.