LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სისტემა ვერ დაიცავს მას!“ – ანჯელინა ჯოლი ფერადკანიანი შვილის მომავალზე დარდობს

457
joledaughternewsjune

ფერადკანიანი ჯორჯ ფლოიდის დაღუპვამ ამერიკაში მასობრივი აქციები და საზოგადოების სერიოზული უკმაყოფილება გამოიწვია. მოსახლეობა ისევ ალაპარაკდა რასიზმზე და ფერადკანიანთა უფლებების შეზღუდვაზე. მსგავი პრობლემებით შეშფოთდა ანჯელინა ჯოლიც, რომელმაც 2005 წელს ფერადკანიანი ეთიოპიელი ზაჰარა იშვილა. მსახიობი სერიოზულად შიშობს, რომ 15 წლის ზაჰარა სისტემის „სამიზნედ“ იქცევა, რადგან ამერიკაში რასობრივმა დაძაბულობამ პიკს მიაღწია.

„მსოფლიო ომები და კონფლიქტები მილიონობით ადამიანს აიძულებს დატოვოს მშობლიური სახლი, ამერიკაში კი, ამ დროს რასიზმი და დისკრიმინაციაა. სისტემა, რომელიც მე მიცავს, ვერ დაიცავს ჩემს შვილს ან ნებისმიერ სხვა ფერადკანიანს. ვფიქრობ, აუცილებელია გამოვიჩინოთ თანაგრძნობა და იმ კანონების შემუშავებაზე ვიზრუნოთ, რომლებიც რასიზმისა და სისტემური დაუსჯელობის პრობლემას მოაგვარებენ. უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის პოლიციელების სამსახურიდან დათხოვნა – მხოლოდ დასწყისია, თანასწორობა საზოგადოებაში უნდა დამყარდეს და ყველამ გაიგოს, რომ კანის ფერის მიხედვით ადამიანების ერთმანეთისგან გარჩევა უბრალოდ უმეცრებაა“, – აღნიშნა ჯოლიმ ჟურნალის ,,ჰარპერ ბაზარი” ჟურნალისტთან საუბრისას, „ამერიკელები ძალიან დაიღალნენ მთავრობის უსასრულო თავის მართლებით. დროა ვიფიქროთ კანონების შეცვლაზე, მათ მოვუსმინოთ, ვინც ყველაზე მეტად დაზარალდა და ვისაც მანამდე ხმის ამოღების უფლება არ ჰქონდა“, – დაამატა მსხიობმა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g