LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სითი ჩიქენ“ – შეიყვარე გემრიელად ხრაშუნი!

257
00

სითი ჩიქენ“ სწრაფი კვების პირველი ქართული ბრენდია, რომელიც ბაზარზე 2020 წლიდან შემოვიდა და მცირე დროში მოახერხა გამხდარიყო თავშეყრის სასურველი ადგილი იმ ადამიანებისთვის, ვისაც განსაკუთრებულად უყვარს ხრაშუნა ქათმით მომზადებული კერძები.

ლიკა ლეკიშვილი, სწრაფი კვების რესტორნის „სითი ჩიქენ“ მენეჯერი:

– ჩვენ საკმაოდ თამამი განაცხადით შემოვედით ბაზარზე, დარწმუნებულები ვიყავით, რომ თავს გავართმევდით დასახულ მიზანს. დღემდე ასეთი სულისკვეთებით ვართ, ბევრს ვშრომობთ, რომ ხარისხით ღირსეული კონკურენცია გავუწიოთ ბაზრის დიდ მოთამაშეებს.

ჩვენი მენიუს ასორტიმენტი აკმაყოფილებს როგორც ცხარე, ისე არაცხარე გემოების მოყვარულებს. გარდა იმისა, რომ მომხმარებელს ქათმის ხრაშუნა ნაწილებს ვთავაზობთ, გვაქვს როლები, ბურგერები, სალათები, ცოტა ხნის წინ დესერტები, მილქშეიკები დავამატეთ.

ჩვენს პროდუქტებში უმეტესად ქართულ ნედლეულს ვიყენებთ, რადგან ჩვენთვის, როგორც სწრაფი კვების პირველი ქართული ბრენდისთვის, პრიორიტეტია მომხმარებელს პროდუქცია ქართული ხაზით შევთავაზოთ. თავად ქართული პროდუქციის მწარმოებლებიც აქტიურად თანამშრომლობენ ჩვენთან, გვაწვდიან უცხოურის ალტერნატივებს და ფაქტობრივად, ყოველდღიურად შეხვედრების რეჟიმში ვართ – გვაცნობენ, გვასინჯებენ საკუთარ ნაწარმს, იქნება ეს ბოსტნეული, თუ სხვა ნედლეული. ჩვენც საუკეთესოს ვარჩევთ. გარდა ამისა, მუდმივად ვაკონტროლებთ ჩვენი პროდუქციის ხარისხს, ყველაფერი, რასაც ვიძენთ ან შემოაქვთ ჩვენთან, სათანადოდ მუშავდება.

ამ ეტაპზე წარმოდგენილები ვართ ორი რესტორნით – კოსტავასა (სპორტის სასახლესთან) და მელიქიშვილის ქუჩებზე (#8). უახლოეს მომავალში ვაპირებთ გაფართოებას როგორც თბილისის მასშტაბით, ისე მიღმა. დედაქალაქის ფარგლებს გარეთ რესტორანი პირველად, შესაძლოა, ზღვისპირეთში გავხსნათ, რადგან მომხმარებლები ხშირად გვწერენ, წარმოდგენილები ვიყოთ აჭარაშიც.

აღსანიშნავია, რომ ჩვენი პროდუქციის გამოძახება შესაძლებელია მთელი თბილისის მასშტაბით მიტანის სერვისის აპლიკაციებით ან ჩვენივე კომპანიის ვებგვერდიდან.

„სითი ჩიქენ“ მუდმივად ითვალისწინებს მომხმარებლების რჩევებს, იქნება ეს ინგრედიენტების ცვლილება, თუ ახალი პროდუქტის დამატება. ასევე დიდი ყურადღებით ვეკიდებით შენიშვნებსაც და ვცდილობთ, ნებისმიერი ხარვეზი დროულად აღმოვფხვრათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები