LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სითი მოლი გლდანში” 1200 ადამიანი დასაქმდება

641

გლდანში ახალი სავაჭრო ცენტრი ”სითი მოლი” ოფიციალურად გაიხსნა.

“სითი მოლი გლდანი” უახლესი ევროპული სტანდარტების მიხედვით არის აშენებული, სრულად უზრუნველყოფილია პარკინგით და უახლესი თანამედროვე ტექნოლოგიებით.

40 000 კვ. მ. ფართობის შენობის ნახევარზე მეტი სავაჭრო სივრცეა და პრაქტიკულად, სრულად დატვირთულია.

სავაჭრო ცენტრში სულ ცოტა 1200 ადამიანი დასაქმდება.

”გლდანი მოლის” ოფიციალური გახსნის ღონისძიებაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად, პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმაც მიიღო  მონაწილეობა.

ქუმსიშვილის თქმით, ობიექტში 45 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა.

„1200 ახალი სამუშაო ადგილი- ეს არის ის მინიმალური დასაქმება, რომელიც დღეს გლდანში, ახალ სავაჭრო ცენტრში შეიქმნა. მე ძალიან მოხარული ვარ ამ ამბით. ეს არის კიდევ ერთი საჩუქარი ქალაქისთვის, 45 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია არის განხორციელებული ამ ობიექტში, შექმნილია ყველა სერვისი, მათ შორის 750 მანქანაზე გათვლილი პარკინგი. აქ არის მაკდოლადსი, აქ არის კარფური, აქ არის ყველა ის ბრენდი, რომელიც არის ძირითად მოლებში და მე მიხარია, რომ დღეს გლდანელებს, მუხიანელებს აქვთ შესაძლებლობა, სახლთან ახლოს, შორს გაუსვლელად მიიღონ შესაბამისი სერვისები“, – განუცხადა მედიის წარმომადგენლებს დიმიტრიქუმსიშვილმა.