სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, ასევე ომბუდსმენის აპარატის მიერ შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის წევრი ექიმები, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად კლინიკა „ვივამედში“ იმყოფებოდნენ.
ნინო ლომჯარიას თქმით, ექიმები საუბრობენ, რომ სიტუაცია რთული და მძიმეა, ამ დინამიკით კი რამდენიმე თვეში კრიტიკული იქნება.
„გავიგე, რომ დაეცა, თუმცა თვითონ არაფერი უთქვამს…” – გიული ალასანია შვილზე
„რამდენიმეწუთიანი კომუნიკაცია მქონდა, ვუთხარი რომ მოსულები არიან ჩემი კონსილიუმის ექიმები და გასინჯავენ მას. ასევე მივიღეთ მისგან წერილობითი თანხმობა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაჯაროების შესახებ. დანარჩენი დრო ექიმებმა გაატარეს მასთან და ვფიქრობ, სათანადოდ შეისწავლეს მისი მდგომარეობა, რისი შესწავლაც შეიძლებოდა დღეს.
სასამართლოში წარდგენილია შუამდგომლობა მისი სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების ან გადავადების თაობაზე და სახალხო დამცველი განიხილავს ამ პროცესში ინტერვენციას და იმისთვის, რომ ჩვენ ჩვენი პოზიციის წარდგენა შევძლოთ ან გვქონდეს პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით საჭიროდ ჩავთვალე, რომ [მოგვენახულებინა].
თუ არ ვცდები, მომდევნო კვირაში ჩაინიშნა სასამართლო პროცესი, მანამდე მოგვიწევს მომზადება და ამიტომ გახდა საჭირო ექიმების მოსვლა, რომ მდგომარეობა თავის თვალით ენახათ და შეეფასებინათ, ეს იყო დღევანდელი მოსვლის მიზეზი.
პირველივე დღიდან მისი პატიმრობისა ჩვენ ჩართულები ვართ მისი ჯანმრთელობის მონიტორინგში და თუ რამის გაკეთება შეგვიძლია მისი უფლებების დასაცავად და მისი სიცოცხლის გადასარჩენად, რაზეც დღესაც ჩემი ექიმები საუბრობენ, რომ სიტუაცია ნამდვილად არის რთული და მძიმე და რამდენიმე თვეში კრიტიკული იქნება ამ დინამიკით, რა თქმა უნდა, მაქსიმუმს გააკეთებს სახალხო დამცველი ამ მიმართულებით.
თუ რამის გაკეთება შეგვიძლია მისი უფლებების დასაცავად და მისი სიცოცხლის გადასარჩენად, რაზეც დღესაც ჩემი ექიმები საუბრობენ, რომ სიტუაცია ნამდვილად არის რთული, მძიმე და რამდენიმე თვეში კრიტიკული იქნება ამ დინამიკით, რა თქმა უნდა, სახალხო დამცველის აპარატი ამ მიმართულებით მაქსიმუმს გააკეთებს“,- აღნიშნავს ლომჯარია.