„ბაიერნი“ „ინგოლშტადტის“ ფეხბურთელებს ძეხვით გაუმასპინძლდა „ლაიპციგის“ დამარცხებისთვის.
მიუნხენური კლუბის ხელმძღვანელობამ სიტყვა შეასრულა და „ინგოლშტადტს“ საჩუქარი გაუგზავნა. ამის მიზეზი ამ მოკრძალებული გუნდის მიერ ბუნდესლიგის მე-14 ტურში მიუნხენელთა კონკურენტ „ლაპიციგის“ დამარცხებაა (1:0).
„ბაიერნის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგემ ინგოლშტადტში სახელგანთქმული მიუნხენური თეთრი ძეხვი და ბრეცელები ჩაიტანა.
რუმენიგე „ინგოლშტადტის“ ფეხბურთელებს და თანამშრომლებს შეხვდა და მათთან ერთად ისადილა.