LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიტყვები და ფრაზები, რომლებიც ჯანმრთელობას გვინგრევს – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

152
mamukabadridze204325

გადაცემის ლაივი LIVE

სიტყვები, რომლებიც ჯანმრთელობაზე აისახება – ამ თემაზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ პოზიტიურმა ფსიქოკონსულტანმა მამუკა ბადრიძემ ისაუბრა.

სიტყვა როგორ აისახება ჩვენს ფსიქიკაზე?

ის, რომ „თავდაპირველად იყო სიტყვა“ უკვე ყველამ მეტ-ნაკლებად ვიცით, თუმცა მისი ძალის შესახებ, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ცნობილი არც ისე ბევრია.

სიტყვა, რომ თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში უდიდეს როლს თამაშობს, ხოლო სიტყვის ძალას, რომ ნებისმიერი ადამიანის ჯანმრთელობის შეცვლა შეუძლია, უკვე მეცნიერულად დადასტურებული ფაქტია.

თუ ზოგადად მიღებული ნორმის თანახმად,  აზრი სრულფასოვანი ენერგიაა, რომელიც მხოლოდ იმიტომ თუ წარმოიქმნება, რომ შემდგომ მატერიად გარდაისახოს, სიტყვები უფრო მტკიცე სტრუქტურის მატარებელია, რომლის ენერგიაც – აზრის ენერგიასთან შედარებით – მატერიას  გაცილებით სწრაფად აყალიბებს.

ის, რომ არსებობს სიტყვები, რომლებსაც სხვადასხვა ავადმყოფობათა გამოწვევა შეუძლია, პირველმა აღმოაჩინა ირანული წარმოშობის უდიდესმა გერმანელმა ნევროლოგმა, ფსიქიატრმა და ფსოქოთერაპევტმა ნოსრატ პეზეშკიანმა, რომელიც ფართო საზოგადოებისათვის ცნობილია, როგორც ფსიქოთერაპიის ახალი ტალღის – „პოზიტიური ფსიქოთერაპიის“ დამაარსებელი.

მან დამაჯერებლად დაადასტურა, რომ ნებისმიერი ადამიანის ლექსიკონში არსებობს ე.წ. დამანგრეველი სიტყვები, რომლებსაც ჯანმრთელობისთვის სერიოზული ზიანის მიყენება შეუძლია. ხანგრძლივი კვლევის საფუძველზე ნ.პეზეშკიანმა შექმნა ავადმყოფობათა წარმოშობის ახალი თეორია, რომელსაც სახელად „ორგანული მეტყველება“უწოდა.

რა არის ორგანული მეტყველება?

„ორგანული მეტყველება“ეს არის დამოუკიდებელი ფსიქიკური პროგრამა, სიტყვები და გამოთქმები, რომელიც უშუალო გავლენას ახდენს ადამიანის ფიზიოლოგიურ ორგანოებზე. ისინი შეიცავენ იმგვარ საშიშსა და დამაგრეველ ენერგიას, რომელსაც ყველაზე ძლიერი ჯანმრთელობის შერყევაც კი ძალუძს.

ამ აღმოჩენამ სერიოზულ ეჭვქვეშ დააყენა თეორია „მემკვიდრეობითი დაავადებების“ შესახებ. მეცნიერები, რომლებიც „ორგანული მეტყველების“ გამანეიტრალებელ პრაქტიკულ საქმიანობას წლების მანძილზე ეწევიან, სულ უფრო მეტად რწმუნდებიან იმაში, რომ მშობლებიდან შვილებს გადაეცემათ არამარტო დაავადებათა ბიოლოგიური პროგრამა, არამედ ის ლექსიკაც, რომელიც ამ დაავადებებს თაობიდან თაობამდე შლეიფად გასდევს.

აქვე, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ზემოხსენებული ლექსიკური მარაგის კორექციის შემდეგ, „მემკვიდრეობით დაავადებები“ უკვალოდ ქრება ან მედიკამენტოზური საშუალებებით იკურნება გაცილებით ეფექტურად (სწრაფად და იოლად), ვიდრე კორექციამდე.

კვლევის საწყის ეტაპზე დომინირებდა მოსაზრება, რომ დამანგრეველი სიტყვები ადამიანის მეტყველებაში ჩნდებოდა მხოლოდ ავადმყოფობის წარმოშობის შემდეგ, ანუ ის, როგორც ყოველგვარი ფიზიოლოგიური  პროცესების წარმმართველი არაცნობიერი ძალა, გვატყობინებდა ადამიანის სხეულში ამა თუ იმ მოუწესრიგებლობის შესახებ.

თუმცა დროთა განმავლობაში გაირკვა, რომ ზემოაღნიშნული ჰიპოთეზა არასწორი იყო, ვინაიდან აღმოჩნდა, რომ მეტყველებისას ადამიანი თავდაპირველად დამანგრეველ სიტყვებს იყენებს, რომლითაც საფუძველს უყრის ავადმყოფობის ფორმირებას.

ავადმყოფობის ჩამოყალიბებისთანავედამანგრეველი სიტყვებიადამიანის მეტყველებაში ღრმად იდგამს ფესვებს. და ეს ხდება არა კონკრეტული დაავადების საცნობებლად, არამედ უკვე გაჩენილი ავადმყოფობის ხელშესაწყობად.

რა არის „დამანგრეველი სიტყვა“?

მისი უზენაესი ამოცანაა ავადმყოფობას მისცეს პროგრესირების შესაძლებლობა.

როცა გვგონია, რომ მრავლისმთქმელ მეტაფორებს ვიყენებთ, ამ დროს  საკუთარ სხეულს სხვადასხვა ავადმყოფობათა ასამოქმედებლად იმდენად მკაფიო ბრძანებებს ვაძლევთ, რომ მას აზრადაც არ მოსდის მისი შეუსრულებლობა და ჩვეულებისამებრ გვემორჩილება.

„პოზიტიური ფსიქოსომატური მედიცინის“ თანახმად, ადამიანის არაცნობიერს ხელეწიფება რა ცნობიერის კონტროლის „გარღვევა“, ყოველდღიური მეტყველებისას ისე ძალდაუტანებლად  ერწყმის „დამანგრეველ სიტყვებს“, რომ კონკრეტული ადამიანის ფრაზებში განზავებას ყოველგვარი წინაღობის გარეშე ახერხებს.

როცა ადამიანი მეტყველებისას „დამანგრეველ სიტყვების“ გამოყენებას იწყებს, ამით ის „მწვანე შუქს“ უნთებს კონკრეტული ავადმყოფობის პროგრამას, რომელსაც შედეგად ავადმყოფობის წარმოქმნა მოსდევს. აქვე უნდა გვახსოვდეს რომ, ეს გახლავთ არა ქაოტურად წამოსული რომელიმე ავადმყოფობა, არამედ ის, რომელიც გაცხადებული იყო იმთავითვე.

„დამანგრეველ სიტყვების“ ხელაღებით გამოცნობა არც ისე იოლია, ვინაიდან ეს სიტყვა-ფრაზები „გახვეულია“ იმგვარ საბურველში, რომ უცაბედად ვერც კი წარმოიდგენ, რომ ასეთ უწყინარ გამონათქვამებს ამხელა ტკივილის მოტანა შეუძლიათ.

მაგალითად: „მოთმინების ფიალა აივსო“, „რა ხანია თავს ვიმტვრევ“, „მგონი რაღაც მაღრჩობს“, „ტვინი შემიჭამეს“, „ჟანგბადი გადამიკეტეს“, „ვეღარ ვხარშავ“, „სიქა გამომეცალა“, „სისხლი მომეწამლა“, „მიმიფურთხებია“, „გული მერევა“, „გული მატკინა“, „მაკანკალებს“, „ყელში ამოვიდა“, „სული მეხუთება“, „სიკვდილის პირას მიმიყვანეს“, „ჩემს ტყავში რომ იჯდე“, „მაგრად მაწვებიან“, „გული შემტკივა“, „ნეტა, სული მომათქმევინა“, „ლამის ჭკუიდან შევიშალო“.

ეს სიტყვა-ფრაზები, ხელს უწყობს სხვადასხვა დაავადებათა წარმოშობას. ასე, მაგალითად:

• „ყელში ამოვიდა“, „გულს მირევს“ – იწვევს ნერვულ ანორექსიას;

• „საქმეების წამოკიდება“, „ჩემს ჯვარს ვატარებ“, „კისერზე მაზის“, „საქმეეები თავზე მაყრია“ – იწვეს ოსტეოქონდროზს;

• „სიცოცხლე მომბეზრდა“, „ჩემს თავს არ ვეკუთვნი“, „ცხოვრება მომეწამლა“, „რაღაც მაღრჩობს“ – იწვევს კიბოს;

• „ვიღაცას (ან რაღაცას) ვერ ვიტან“, „ჩემს თავს ვიტანჯავ“ ან სხვადასხვაგვარი გესლიანობა, მქირდაობა, დამცინავობა – იწვევს კუჭის წყლულს;

• „ლამის მოვკვდე, ისე დავიღალე“, „ტვინში სისხლმა ამასხა“, „ძალა გამომეცალა“ – იწვევს უროლოგიურ დაავადებებს;

• „გულს გადავაყოლებ“, „ჟანგბადი გადამიკეტეს“, „ახლა გავცოფდები“, „მიმიფურთხებია“ – იწვევს ბრონქიალურ ასთმასა და ჰიპერვენტილაციურ სინდრომს;

• „სისხლი მომიწამლეს“, „სისხლი გამიშრეს“, „ლიმონივით გამომწურეს“, „სისხლსა და ხორცში გამიჯდა“ – იწვევს სისხლის დაავადებებს;

• „გულთან ახლოს მიმაქვს“, „გული მისკდება“, „საკუთარ თავს არ ვეკუთვნი“, „გულზე მომხვდა“ – იწვევს მიოკარდის ინფარქტს;

• „თავს არ მოიფხანს“, „მის ტყავში ყოფნა არ მინდა“, „მოწყვლადი“, „თხელკანიანი“ იწვევს კანის დაავადებასა და ალერგიას;

• „თავს ვიმტვრევ“, „თავს ვწირავ“, „თავს ვურტყამ“, „გაუთავებელი თავის ტკივილი“, „თავს მოვიჭრი“ – იწვევს შაკიკსა და მეტეოდამოკიდებულებას;

• „ორივე ფეხით კოჭლობს“, „ცვალებადი“, „მორყეული“ იწვევს ქრონიკულ კრუნჩხვებსა და ნიკრისის ქარს.

• „ორთქლის გამოშვება“, „მოთმინების ფიალა აივსო“, „ცეცხლის შენთება“, „სახრე გადავკარი“ – იწვევს ჰიპერტონიას.

• „გესლიანად ვუთხარი“, „მემწარა“, „ღვარძლიანი“, „არანაირი სიხარული“ – იწვევს ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებას, ასევე სიმსუქნეს;

• „ჩემმა თვალებმა არ დაგინახოს“, „საშინელი საყურებელია“, „რისთვის შევხედო“, „უკუნი სიბნელე“ – იწვევს თვალის დაავადებას;

• „არ მინდა ამის გაგონება“, „ნუ მეტყვი“, „გაჩუმდი“, „ენა ჩაიგდე“, „ხმაურია“, „როგორ გრუხუნებს“ – იწვევს სმენის დაქვეითებასა და სიყრუვეს.

• „მამტვრევს“, „მაკანკალებს“, „მაცოფებს“, „ზიზღის მომგვრელი“, „თავგზას ნუ მიბნევთ“, „ჩემი მოთმინება აივსო“ – იწვევს დეპრესიას.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ეს „მომწამვლელი“ სიტყვები მეტყველებიდან ნელ-ნელა უნდა ამოვიღოთ, ან ისინი, ნეიტრალური, ან სულაც პოზიტიური სიტყვებით ჩავანაცვლოთ. ამით საკუთარ ჯანმრთელობას ისეთ სამსახურს გავუწევთ, ადრე თუ გვიან რომ აუცილებლად დაგვიფასდება.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები