LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სიტყვები უფერულდება მწუხარების გამოსახატად” – პატრიარქი ბაღდათში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება

2655
BeFunky-collage

სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი ბაღ­დათ­ში მომ­ხდა­რი ხან­ძრის დროს და­ღუ­პუ­ლი 6 ადა­მი­ა­ნის ოჯახ­სა და ახ­ლობ­ლებს უსამ­ძიმ­რებს.

სამძიმრის წერილი საპატრიარქოს გვერდზე გამოქვეყნდა. ილია მეორე ოჯახს გამძლეობას უსურვებს. სამძიმრის წერილში ასევე, ნათქვამია, რომ პატრიარქი გარდაცვლილთა სახელებზე ლოცვებს აღავლენს,

„3 თებერვლის ღამით ნარგიზ და იმედა გორგოძეების ოჯახში მომხდარი ტრაგედია იმდენად დიდია, რომ სიტყვები უფერულდება მწუხარების გამოსახატად. აღვავლენთ ლოცვებს პატარა ტარიელის, გენადის, როსტომისა და თეას, მათი დედის, – ქალბატონ ნარგიზის და მეზობლის, – ქალბატონ მატულის უკვდავ სულთათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესონ იგინი და მარადიული ნეტარება მიანიჭოს, ხოლო თქვენ მოგმადლოთ მშვიდობა და ჭირსა შინა სიმტკიცე.

თქვენი სიცოცხლე და ლოცვითი შეწევნა ძალიან სჭირდებათ იმქვეყნად წასულ თქვენს ახლობლებს, განსაკუთრებით ორმოცი დღის განმავლობაში.

გამხნევდით და გაძლიერდით.

ამასთან, ვთხოვთ მეუფე ანტონს, ეპარქიის სამღვდელობამ თავის მოსახსენიებელში შეიტანოს გარდაცვლილთა სახელები“ – წერია საპატრიარქოს მიერ გამოქვეყნებულ სამძიმრის წერილში.

შეგახსენებთ, რომ ბაღდათში ხანძრის შედეგად, ექვსი ადამიანი გარდაიცვალა. მათ შორის 4 მცირეწლოვანი ბავშვი, ხოლო გავრცელებული ინფორმაციით, დედა ორსულად იყო. კიდევ ერთი გარდაცვლილი ქალი ოჯახის ახლობელია.

ბაღდათში ხანძარს 6 ადამიანი ემსხვერპლა: დედა, 4 ბავშვი და ოჯახის ახლობელი

ბაღდათში ცეცხლის გაჩენის მიზეზი ამ დრომდე უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით, ცეცხლი ხელნაკეთი  შეშის ღუმელისგან გაჩნდა, ვინაიდან სახლში, სადაც სოციალურად დაუცველი ოჯახი თავს აფარებდა, არც ელექტროენერგია და არც გაზი იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g