27 წლის პოპ-ვარსკვლავი, არიანა გრანდე მუსიკალურ პროექტს The Voice შეუერთდა. ის ნიკ ჯონასს ჩაანაცვლებს. აღნიშნული ინფორმაცია ვარსკვლავმა „ინსტაგრამის“ საშუალებით გაავრცელა. ფოტოში მას ლეოპარდის პრინტიანი კაბა აცვია ჟიურის სკამთან დგას.
„სიურპრიზი, – აღმაფრენაში ვარ ამ სიახლით, ბედნიერი ვარ, რომ ამის საშუალება მომეცა, ნიკ, ჩვენ შენ მოგვენატრები“, – წერს მომღერალი.