LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიურპრიზი Motorola–ს მოყვარულებს

60

მათთვის, ვისთვისაც Moto G-ის დიზაინი სულაც არ წარმოადგენდა სიახლეს, 2017 წელი ნამდვილ სურპრიზად იქცა. უამრავი წყარო, რომელიც აღნიშნული დივაისების შესახებ წერდა, უკანა პანელზე ძველი ლოგოს – M -ის დაბრუნების შესახებ ალაპარაკდა.

როგორც ჩანს, წყაროების უმეტესობა სწორი აღმოჩნდა და დღეს მოდელის ოფიციალური ფოტოები და ტექნიკური მახასიათებლების შესახებ დეტალური ინფორმაცია ვიხილეთ:

Moto G5 – მოდელი 5 ინჩიანი FHD დისფლეითაა წარმოდგენილი. სმარტფონი Snapdragon 430-ის პროცესორზე იმუშავებს და 2 GB ოპერატიული მეხსიერებით იქნება წარმოდგენილი. რაც შეეხება შიდა ტევადობასა და კამერებს: გაჯეტის მინიმალური მეხსიერება 32 GB იქნება, ხოლო კამერები 5 და 13 მეგაპიქსელიანი სენსორებით განისაზღვრა. ბატერეის ხანგრძლივობა 2800 მილიამპერ/საათს წარმოადგენს. მოდელი VoLTE – და და GPS-ის მოდულებით იქნება წარმოდგენილი. მისი ზომები კი 144.3 x 73 x 9.5 მმ-ს შეადგენს. წონა 145 გრამია.

რაც შეეხება Moto G5 Plus-ს. იგი 5.2 ინჩიანი FHD დისფლეით იქნება წარმოდგენილი და Snapdragon 625 ჩიპსეტზე იმუშავებს. 2/4 GB ოპერატიულითა და 64 GB შიდა მეხსიერებით. მოდელი 12 მეგაპიქსელიანი  სონის IMX362 სენსორით იქნება განსაზღვრული, ასევე ორმაგი ლედ განათებით, ფრონტალური კამერითა და OmniVision-ის სენსორით ბრწყინვალე ხარისხს გვპირდება. რაც შეეხება ბატარეის ტევადობას, იგი 3000 მილიამპერ/საათით იქნება წარმოდგენილი, რომელიც სწრაფი დამუხტვის ტექნოლოგიისაა.

სმარტფონის გაბარიტები – 150.2 x 74 x 7.9 მმ-ია. წონა კი 155 გრამს შეადგენს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები