ნებისმიერი მშობლისთვის საამაყოა თუ შვილი პატარაობიდანვე შემოქმედებით ნიჭს ავლენს. განსაკუთრებით მაშინ, თუკი საქმე ხატვას ეხება. მაგრამ ჩინელი წყვილისთვის, რომლებიც უდარდელად ატარებდნენ შევბულებას სამხრეთ კორეაში, 4 წლის შვილის სიურპრიზი სულაც არ აღმოჩნდა საამაყო.
საქმე იმაშია, რომ პატარა მხატვარმა მამის პასპორტი მთლიანად ნახატებით ააჭრელა. შვილის ასეთი მონდომება მამამ შვებულების ბოლოს, აეროპორტში აღმოჩინა.
ვინაიდან დოკუმენტაციის ამოცნობა შეუძლებელი იყო, მამაკაცს აეროპორტში სერიოზული პრობლემები შეექმნა, მას თვითმფრინავში ასვლის უფლება არ მისცეს.