ინგა მამუჩიშვილი სიყვარულის დღეს საზოგადოებას განსაკუთრებულად ულოცავს.
პედიატრი სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს წერს.
„სიყვარული არ არის მხოლოდ ემოცია.
ეს არის არჩევანი, პასუხისმგებლობა და ზრუნვის უწყვეტი პროცესი. ის იბადება იქ, სადაც ყურადღება ხდება ღირებულება, ხოლო თანადგომა ყოველდღიური პრაქტიკა.
სიყვარული გვასწავლის ყოფნას ერთმანეთისთვის არა ხმამაღალი სიტყვებით, არამედ მშვიდი ერთგულებით.
სიყვარული მაშინ მოდის,
როცა ხმაური ჩერდება და გული სწავლობს სუნთქვას სხვის რიტმზე.
როცა სიტყვებს აღარ სჭირდებათ ახსნა
და მხოლოდ საყვარელი ადამიანის ყოფნაა საკმარისი
სიყვარულის დღეს გილოცავთ
გისურვებთ სიღრმისეულ ურთიერთობებს, ჰუმანურს და მდგრადს, ერთი მიმართულებით ხედვას, ერთმანეთზე დაუსრულებელ ზრუნვას! ერთმანეთის მოსმენას და მოსმენილის სწორად გაგებას!!! ვალენტინი სულაც არ ჭირდება სიყვარულს!!! სიყვარული გრძნობათა სარდალია, მას კანონებს ვერ დაუდგენ, გამორიცხულია!!! ის არ ცნობს, ვერ გუობს, გმობს ბატონებს! სიყვარულით ყველაფრის დაძლევა და გადალახვა შეიძლება!!! ყველა რომ მას დაემორჩილოს ძალიან ლამაზი იქნებოდა სამყარო!!! გვიყვარდეს ერთმანეთი.
უნდა შევძლოთ, რომ სიძულვილის და ბოროტების მახინჯი კოშკები დავამსხვრიოთ ჩვენს ტვინებში!!! არც ამ ქვეყნად მოსვლას გვეკითხება ვინმე და არც წასვლას, ამიტომ მოდით ერთმანეთის სიყვარულით ვიცხოვროთ და ვისუნთქოთ!!!! ნუ გავწირავთ ერთმანეთს, სიყვარულს გავამარჯვებინოთ სიძულვილზე!! დავინდოთ ერთმანეთი და გვახსოვდეს, რომ ხვალინდელი დღე ჩვენ არ გვეკუთვნის!!!“ – წერს ინგა მამუჩიშვილი.
