LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიყვარული და სექსი ჰოლანდიურად

570

ვის არ უყვარს ტიტების ქვეყანა თავისი ორიგინალური სახლებით, ვიწრო ქუჩებითა და ხიდებით. თუმცა, ჰოლანდიის მომხიბვლელობა არა მარტო მის რომანტიკულ ატმოსფეროშია, არამედ ამ ქვეყანაში მცხოვრებ მამაკაცებშიც! დიახ, ისინი მართლაც ძალიან სიმპათიურები არიან, მაშინაც კი, თუ განსხვავებული წარმოდგენა აქვთ სიყვარულზე და ქალთან ურთიერთობაზე.

რაშია ჰოლანდიელების მიმზიდველობა? – თუნდაც იმაში, რომ ისინი მაღალი, ქერათმიანი და ცისფერთვალება მამაკაცები არიან. სხვათაშორის, ჰოლანდიელები მსოფლიოში ყველაზე მაღალი ნაციაა, რომელთა საშუალო სიმაღლე 1,83 სმ-ს აღწევს.

ჰოლანდიელი მამაკაცების იდეალური გარეგნობა ქვეყნის პირველივე სტუმრობისთანავე ხდება თვალშისაცემი, რადგან მათი ნახვა ყოველ ფეხის ნაბიჯზეა შესაძლებელი. რაც მთავარია, მიუხედავად მთელი თავისი მიმზიდველობისა, მათ არ ახასიათებთ ამპარტავნება. მსგავსი გარეგნობა ნიდერლანდებში უბრალოდ სტანდარტია და ეს, მათი კიდევ ერთი უპირატესობაა, რადგან მამაკაცის თავმომწონეობაზე უარასი ალათ არაფერია.

 

 

ფემინისტების ქვეყანა

რაც შეეხება ჰოლანდიელ ქალბატონებს – ისინიც მაღლები, ქერათმიანები არიან და სიმართლე რომ ვთქვათ, ნაკლებად ჰგვანან სუპერმოდელებს. როგორც ყველა პროგრესული ევროპელი, ჰოლანდიელებიც ნაკლებ ყურადღებას აქცევენ ყოველდღიურ მეიქაფს და თმის ვარცხნილობას ან რომელ ვარცხნოლობაზე და მაღალ ქუსლებზეა საუბარი, როცა სამსახურში ყოველდღე ველოსიპედით დადიან. სწორედ ამიტომ ეპარებათ ნიდერლანდ მამაკაცებს თვალი უცხოელებისკენ. მათი აზრით ისინი საკმაოდ სიმპათიურები არიან, სილამაზე კი, ყველასთვის მნიშვნელოვანია. თუმცა, უმეტესობა უპირატესობას მაინც “თავისიანს” ანიჭებს, რისი მიზეზიც წლების მანძილზე ჩამოყალიბებული ცხოვრების წესია. ჰოლანდიელები მიჩვეული არიან ქალის დამოუკიდებლობას და სქესთა თანასწორობას, არასდროს უღებენ მათ კარს და არ პატიჟებენ რესტორანში. ჰოლანდიელი მამაკაცის წარმოდგენაში ქალი თანამოაზრე და ცხოვრების პარტნიორია, ურთიერთობაში კი, მთავარი საერთო ინტერესები და თანასწორუფლებიანობაა. მამაკაცები რესტორანში მხოლოდ საკუთარ ანგარიშს ასწორებენ და მაშინაც კი, თუ დაქორწინებული არიან და დიდი ხანია ერთად ცხოვრობენ, კომუნალურ გადასახადსაც თანაბრად იყოფენ.

ნიდერლანდებში მცხოვრები უცხოელი ქალბატონები, რომლებიც მიჩვეული არიან მამაკაცების ყურადღღებას და გამომდინარე აქედან ყველა პრივილეგიას, ბუნებრივია ელიან საჩუქრებს, რომ არაფერი ვთქვათ რესტორნის ანგარიშის გასტურებაზე. ამიტომ, ძალიან აბნევენ და ხშირად უხერხულ მდგომარეობაშიც აგდებენ ჰოლანდიელი მამაკაცს, როცა ჩვეული თავდაჯერებულობით თხოვენ მას ჯერ ტაქსის გამოძახებას, მერე კი, ანგარიშის გასწორებას. ასეთი რომანები როგორც წესი პირველი პაემანზე მთავრდება, იმედგაცრუებული ლამაზმანები კი, “მშობლიურ” მამაკაცებს უბრუნდებიან, ვისთანაც მსგავსი გაუგებრობა არასდროს ექმნებათ.

 

 

თამაშისა და დრამის გარეშე

აშკარა გარეგნულ ღირსებებთან ერთად, ჰოლანდიელ მამაკაცებს კარგი განათლება აქვთ, ტოლერანტები არიან და თითქმის ყოველთვის სერიოზულ ურთიერთობაზე ფიქრობენ. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ჩქარობენ დაქორწინებას. 30 წლამდე ასეთი “გმირობა” პრაქტიკულად გამორიცხულია, მაშინაც კი, თუ მათ მოასწრეს ბავშვების შეძენა.

ჰოლანდიელები ძალიან გახსნილები არიან და ყოველთვის იმას ამბობენ, რასაც ფიქრობენ. ისინი არასდროს იტყუებიან და თქვენგანაც იგივეს ელიან. სწორხაზოვნება! – აი, რა გამოგადგებათ ყველაზე მეტად მათთან ურთიერთობისას, რადგან ჰოლანდიელები ვერსდროს ხვდებიან მინიშნებებს. რაც მთავარია, არასდროს თქვათ “არა”, როცა სინამდვილეში “კი”-ს გულისხმობთ. სტანდარტული ისტორიას, როცა გოგონამ უარი უთხრა ბიჭს ტელეფონის ნომრის მიცემაზე, ის კი, მიწას თხრიდა, ტელეფონის წიგნში ეძებდა, ბოლოს მაინც იპოვნა და ფანჯრიდან დააგდა თავზე ვარდების თაიგულით ხელში, ჰოლანდიაში ჩვეულებრივ სიგიჟედ აღიქმება. უარის შემთხვევაში ნამდვილი ჰოლანდიელი შეტრიალდება და წავა, რაც მთავარია, არც გული დაწყდება. ფლირტი ნამდვილად არაა მაღალი ქერათმიანების ძლიერი მხარე და პირველი ნაბიჯის გადადგმასაც როგორც წესი საპირისპირო სქესისგან ელიან, რაც არა მორცხვობა, არამედ მათი რწმენაა, ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ინიციატივა ორი მხრიდან თანაბრად უნდა მოდიოდეს.

რაც შეეხება წითელი ფარნების ქუჩებს, მრავალრიცხოვან სექს-შოპებს და ნარკოტიკებს – ეს ვიღაცის კარგად მოფიქრებული ტურისტული ბიზნეს-გეგმა უფროა, ვიდრე ჰოლანდიელების რეალური ცხოვრება.

ასე რომ, თუ არ ჩქარობთ გათხოვებას და შეგიძლიათ უარი თქვათ ურთიერთობის ტრადიციულ მოდელზე – როცა მამაკაცი მონადირეა, თქვენ კი, აუცილებლად მისი “ნადავლი” უნდა გახდეთ, მაშინ თავისუფლად შეგიძლიათ გაემგზავროთ ნიდერლანდებში. მიიღეთ ჰოლანდიელი მამაკაცი ისეთად, როგორიც ის სინამდვილეშია და სიმპათიურ ცისფერ თვალებთან ერთად გვერდს ერთგული მეგობარიც დაგიმშვენებთ, რომელიც თქვენც პატივს გცემთ და თქვენ თავისუფლებასაც, არ ექნება გადაჭარდებული მოთხოვნები და გაუთავვებელი პრეტენზიები.

 

 

სად შეიძლება ოცნების პრინცის პოვნა? – ნიდერლანდებში თავისფალ დროს ყველა მრავალრიცხოვან ბარებში ატარებს. ისე კი, გაცნობა ნებისმიერ ადგილასაა მიღებული, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ჩათვლით. მთავარია, თვითონ გამოიჩინოთ ინიციატივა და არავითარ შემთხვევაში არ ითამაშოთ უკარება პრინცესას როლი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები