LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ის სიყვარული და სითბო გვენატრება, სულ სხვა დრო იყო” – „ფლეში” სიმღერის პრემიერით ,,არ დაიდარდოში”

18
flash2012

რადიო ,,არ დაიდარდოს” და გადაცემას, ,,რადიო დუეტი თაკოსთან ერთად” 90-იანი წლების პოპულარული ჯგუფი „ფლეშის“ ორი წევრი, ბადრი გაბიცინაშვილი და აჩიკო ჭოტიშვილი ესტუმრა და ჯგუფის შექმნის ისტორია გაიხსენა. ეთერის ბოლოს კი შედგა სიმღერის პრემიერა „გზას“, რომელიც კეთილი საქმისთვის შეიქმნა.

როგორ დათმეთ ასეთი პოპულარული ჯგუფი?

სამწუხაროდ გარკვეული მიზეზების გამო მოგვიწია პაუზის აღება, მას შემდეგ დაახლოებით 17 წელი გავიდა. იყო ჯგუფის წევრის ჯანმრთელობის პრობლემა, 5 წევრისგან 3 წევრი დავრჩით და ის ძველი ჟღერადობა აღარ ჰქონდა ჯგუფს. მაშინ სულ რამდენიმე სტუდია იყო და თავად ვმუშაობდით სტუდიურ ჩანაწერებზე.

რომ გავიხსენოთ როგორ ჩამოყალიბდა თქვენი ჯგუფი?

მე და არჩილ ბურჭულაძე ვიყავით უკრაინაში, ვმღეროდით ხალხურ ჯგუფში და გვქონდა გასტროლი. მაშინ მოვიფიქრეთ ეს იდეა, რომ შეგვექმნა ჯგუფი. ხუთნი როდესაც გავხდით, „ფლეშიც“ მაგიტომ დავირქვით. ჩვენი პირველი სიმღერა იყო „ისევ გათენდება“. მახსოვს ბათუმში ტარდებოდა ფესტივალი 1996-97 წლები, სადაც შემსრულებელს ახალი სიმღერა და ძველი ახლებური ვერსია უნდა შეესრულებინა ბათუმზე. ფესტივლის მზადებისას დაიბადა იდეა და დაიწერა სიმღერა „რატომ წახვედი შენ დღეს ბათუმში“. საკმაოდ ახალი გამოდგა მაშინდელი მუსიკალური სივრცისთვის. ვიდე რგოლი თავისი სახსრებით გადაიღო აჩიკო ახვლედიანმა, ფაქტიურად მან შექმნა ჯგუფი „ფლეში“. შეიძლებოდა ბევრი რამის გაკეთება. ჯგუფში ვართ სამნი ძალიან გვინდა გაგრძელება, მაგრამ ვნახოთ როგორი მდგომარეობა იქნება. ის სიყვარული და სითბო გვენატრება, სულ სხვა დრო იყო.

ახლა ვინ არის ინიციატორი თქვენი ჯგუფის შეკრებისა?

ყვარლის მუნიციპალიტეტში, გრემში საქველმოქმედო ორგანიზაციაა „თემი“, სადაც ცხოვრობენ, მუშაობენ სხვადასხვა სოციალურად დაუცველი ადამიანები. ეს ორგანიზაცია 1989 წლიდან მოქმედებს, ბატონი მერაბ გოგოჩაშვილის ფილმიც კი არსებობს მათზე „ნუცას სკოლა“. ეს არის სახლი ადამიანების, რომლებიც სუფთა მეურნეობას ეწევიან. ჩვენ კი მოგვეცა საშუალება მიგვეღო მონაწილეობა ამაში და მათთვის დაგვეწერა სიმღერა სახელწოდებით „გზა“, ამით გვინდა ვუთხრათ მათ, რომ გააგრძელონ თავისი კეთილი საქმის კეთება. სიმღერა დამზადდა არჩილ ბურჭულაძის სტუდიაში, არანჟირება ეკუთვნის მას. მუსიკა, ტექსტი კი ჩვენს ჯგუფს.

ძველი სიმღერების ახლებურ ვერსიებს ხომ არ გეგმავთ სამომავლოდ?

გვაქვს რამდენიმე რიმეიქი, რომელიც გასვიანთან გავაკეთეთ. ვფიქრობთ, რომ მალე მოვიკრებთ ძალებს და დაგიბრუნდებით სიმღერებით.

 

ფლეში – გზას

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

ჯგუფი ,,ფლეში. ვიდეო კოლაჟი

 

ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები