LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიყვარული დახურულ კარს მიღმა – ამანდა ოლეანდერის ილუსტრაციები

1985
twcnsns

წყვილის ცხოვრებაში ყველაზე ინტიმური მომენტები იმას უკავშირდება, რაც სახლში ხდება და რასაც სხვები ვერ ხედავენ. საკუთარ ილუსტრაციებზე სწორედ ასეთი მომენტების აღბეჭდვაა ლოს-ანჯელესელი მხატვრის, ამანდა ოლეანდერის საყვარელი საქმიანობა.

ამ დროისათვის მისი ნახატების შთაგონების წყარო ოლეანდერის ცხოვრება და მისი სასიყვარულო ურთიერთობაა. მხატვარი ილუსტრაციებზე ძირითადად თავის თავს გამოსახავს თავის ქმართან, ჯოი რუდმანთან ერთად, თუმცა აქვს ისეთი ნახატებიც, რომლებიც მის სამეგობრო წრეს და საქმიანობას უკავშირდება.

ყოველთვის მაინტერესებდა როგორც ცხოვრობენ და იქცევიან ადამიანები დახურულ კარს მიღმა. როდესაც საქმე მე და ჯოის გვეხება, არსებობს მომენტები, როდესაც ვფიქრობ, რა კარგი იქნებოდა, აქ ფოტოგრაფი ყოფილიყო და ეს გადაეღო. შეიძლება ეს იყოს მომენტი, როდესაც ჩვენ სააბაზანოს სარკესთან ვდგავართ და კბილებს ვიხეხავთ, ან როდესაც დივანზე ვსხედვართ ჩახუტებულები. მე ფოტოგრაფი არ ვარ, ამიტომ ამ მომენტებს ვხატავ“ – ამბობს მხატვარი.

ოლეანდერს იდეა მას შემდეგ გაუჩნდა, რაც ქმართან ერთად „უცნაური ამბების“ მესამე სეზონის ფინალურ სერიას უყურა.

წყვილი გასული წლის აგვისტოში დაქორწინდა. ამანდამ კი ყველა მნიშვნელოვანი მომენტი დახატა, დაწყებული ხელის თხოვნიდან.

„ჩემი ნახატები ცხოვრებასთან ერთად იცვლება. მას შემდეგ, რაც შვენს საკუთარ სახლს შევიძენთ და მშობლები გავხდებით, ისინი კიდევ შეიცვლება“, – განაცხადა მხატვარმა.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g