LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიყვარული დეპრესიასთან ბრძოლაში დაგეხმარებათ

19

სიყვარული დეპრესიასთან საბრძოლველად ეფექტური საშუალებაა. ამ საკითხს კანადელი ფსიქოლოგები რამდენიმე წლის განმავლობაში იკვლევდნენ და საკმაოდ საინტერესო დასკვნაც მიიღეს.

მათ ათასობით წყვილი გამოკითხეს და აღმოაჩინეს, რომ ნამდვილი გრძნობა სტრესსა და ნერვულ დაძაბულობას ბევრად ამცირებს. შედეგად კი დეპრესიის გაჩენის რისკიც მცირდება.

საქმე ისაა, რომ ადამიანი პარტნიორისგან ძალიან დიდ მხარდაჭერას გრძნობს და რთული მომენტების გადალახვაც მარტოს აღარ უწევს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები