გადაცემას ”დამზადებულია საქართველოში” ”თბილისური კვარტეტი” ესტუმრა. მისი წევრები ილია და დაჩი ბახუაშვილები, თემო რიჟამაზე და ლუკა ანთიძე არიან.
– ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ გუშინ შევხვდით ერთმანეთს და დღეს ვაგრძელებთ საუბარს, თუ არის რაიმე წინსვლა თქვენსკენ და თუ გაქვთ რაიმე ახალი?
თემო: – რადიო ”არ დაიდარდოს” ჩვენგან ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ ძალიან აქტიურად გვიჭერთ მხარს და თქვენ ძალიან დიდ როლს თამაშობთ ჩვენს წარმატებაში. გვაქვს ახალი სიმღერები, პროექტები და დავიწყეთ ფიქრი კონცერტის შესახებ, რომ ჩვენი შემოქმედება საზოგადოებას აკადემიური ფორმით მივაწოდოთ. ეს ჩვენი პირველი კონცერტი იქნება, ჩვენ გვაქვს რეპერტუარი, ენთუზიაზმი და მონდომება. გვინდა ამ საქმეში პროფესიონალი რეჟისორი ჩავრთოთ. გვაქვს ჩვენი კალენდარი და მისი მიხედვით ვმოქმედებთ.
– ამ გეგმაში არის გაწერილი ვისთან ითანამშრომლოთ და ა. შ…
– ”თბილისური კვარტეტის” რეპერტუარში ამ ეტაპზე 150 სიმღერა შედის, რომელსაც ოთხ ხმაში ვასრულებთ. ჩვენ გვსურს, რომ ამ რეპერტუარიდან აარჩიოს რეჟისორმა კონცერტისთვის სიმღერები და გადაწყვიტოს, რომელი კომპოზიციები წარმოგვაჩენენ ჩვენ უკეთ.
– ახალ სიმღერაზე ვისაუბროთ…
– ეს არის ჯანო კახიძის სიმღერა, სულ რამდენიმე დღეა რაც გაზაფხული მოვიდა და ეს სიმღერა ამ სეზონს ყველაზე ძალიან უხდება, ამიტომაც შევარჩიეთ. ეს არის ჯანოს რეპერტუარიდან ჩვენი პირველი ჩანაწერი.
დაჩი: – ეს არის ძალიან ცნობილი სიმღერა. ”სიყვარული ძნელია” ასე ჰქვია მას. ჯანსუღის შემდეგ ეს სიმღერა არცერთ კოლექტივს არ უმღერია. შევთანხმდით, მოგვეწონა, მოვირგეთ და ჩავწერეთ. ჩვენ ვატო კახიძესთან გვქონდა შეხვედრა, ძალიან თბილად მიგვიღო. ის მომხრეა იმისა, რომ ახალგაზრდებმა იმღერონ ჯანსუღ კახიძის სიმღერები, თუმცა გარკვეულ ზღვარს არ უნდა გაცდეს არავინ. ის მოგვეხმარა ხმების გაშლაში და ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია ასეთი დიდი კომპოზიტორის სიმღერის შესრულება. ჩანაწერი ბატონ ვახტანგს გავუგზავნეთ და ძალიან მოეწონა. არანჟირება თემო მაისაშვილმა გააკეთა. სიმღერა ”საუნდ-სითიში” ჩაიწერა, დიდი მადლობა მინდა პაატა სილაგაძეს გადავუხადო ამისათვის. 2014 წლის მიწურულს ქართული კულტურისა და ხელოვნების პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისათვის ავიღეთ ჯილდო ”სოფლის მაშენებელნი”.
გადაცემის აუდიო ჩანაწერი
გადაცემის ვიდეო კოლაჟი
თბილისური კვარტეტი – გაზაფხული შემოსულა. Live
ფოტოები