LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიყვარული ორგანიზმზე ნარკოტიკივით მოქმედებს

28

ამერიკელი მკვლევარები აცხადებენ, რომ სიყვარული ორგანიზმზე ისევე მოქმედებს, როგორც ნარკოტიკი. მედიკოსები განსაკუთრებულ დამოკიდებულებაზე საუბრობენ, რომლებიც შეყვარებულ ადამიანებს უჩნდებათ. ადამიანის ტვინში საყვარელ ადამიანთან კონტაქტის დროს ისეთივე პროცესები ხდება, რაც ნარკოდამოკიდებულ ადამიანებს ემართებათ – დასკვნას სპეციალისტები შეყვარებულების თავის ტვინების სკანირების საფუძველზე აკეთებენ. საინტერესოა, რომ ასეთი თეორია მეცნიერებმა არაეთხელ გამოთქვეს, თუმცა ახლა მოსაზრება ექსპერიმენტის საფუძველზე დამტკიცდა, რომელშიც რამდენიმე ასეული მოხალისე მონაწილეობდა.

დამტკიცდა ისიც, რომ ადამიანს შეყვარება და გადაყვარება მარტივად არ შეუძლია: ის ისეთივე სიმძიმეს გრძნობს სიყვარულის ობიექტის მიმართ, რასაც ნარკოტიკის მიმართ გრძნობენ.

საქმე ის გახლავთ, რომ საყვარელ ადამიანთან კონტაქტისას ადამიანის ტვინში დიდი რაოდენობით ისეთი ნივთიერება გამოიყოფა, რაც ეიფორიისა და ბედნიერების შეგრძნებას იწვევს. მომავალში ადამიანს კიდევ სურს იგივე განიცადოს, ამიტომ ისევ ეძებს და ეძებს ახალ შეხვედრებს. ცნობილი გახდა ისიც, რომ განშორების შემდეგ ადამიანები სასწრაფოდ ეძებენ შემცვლელს, ამ გზით კი ერთი ნარკოტიკის ჩანაცვლებას მეორეთი გეგმავენ. მედიკოსები ამბობენ, რომ აღმოჩენა შესაძლებლობას იძლევა სიყვარულის საწინააღმდეგო პრეპარატის შეიქმნას, რაც ადამიანებს ტანჯვისგან იხსნის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები