LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიყვარული, სიზარმაცე, სიცილი… თუ გსურთ დიდხანს იცოცხლოთ! – გადაცემა ,,ადრენალინი”

118
Happy-couple-ljuova-ljuovta-and-happiness-smile-on-face-Romantic-couple-Wallpapers-free-download-1920x1200

ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის ერთ-ერთი მარტივი და სასიამოვნო გამოსავალი სიყვარულია. თურმე, სანამ გვიყვარს ახალგაზრდები და ცოცხლები ვართ. ამერიკელმა მეცნიერებმა დაითვალეს, რამდენად ახანგრძლივებს სიყვარული ცხოვრებას. კვლევებით დაასკვნეს, რომ საშუალოდ 5 წლით. ებრაულმა გამოკვლევებმა კი აჩვენა, რომ ის მამაკაცები, რომლებიც ცოლებს უყვართ, 2-ჯერ უფრო იშვიათად ავადმყოფობენ ანგინით და 2-ჯერ უფრო იშვიათად ემუქრებათ გულის შეტევა.
მხოლოდ ქალისა და კაცის ერთმანეთისადმი სიყვარული არ ახანგრძლივებს და არ ალამაზებს ჩვენს ცხოვრებას. სიყვარული ყველაფრის მიმართ შეიძლება, საქმიანობის ან თუნდაც საკუთარი თავის. დიახ! თვითკმაყოფილი პირები პრაქტიკულად ხელშეუხებელნი არიან სტრესის და გულის დაავადებებისგან. ნებისმიერი საქმიანობა, რომელსაც სიყვარულით ემსახურებით სიამოვნებას გგვრით, რომელიც თავის მხრივ სიცოცხლეს ახანგრძლივებს.

თქვენ წარმოიდგინეთ, ერთ-ერთი თეორიის თანახმად სიზარმაცეც არაჩვეულებრივი საშუალებაა სიცოცხლის გასახანგრძლივებლად და ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად. ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლა რაც უფრო ნელა მიმდინარეობს, მით უფრო დიდხანს ცხოვრობს ის, მით უფრო გვიან მოდის მასთან სიბერე. ყველა ჩვენგანს ბუნებისგან გარკვეული რაოდენობის ენერგია გვაქვს მიღებული. რამდენად სწრაფად ვხარჯავთ მას ჩვენზეა დამოკიდებული. ნუ დატვირთავთ კუნთებს ზომაზე მეტად. სპოტულმა ვარჯიშებმა სიამოვნება უნდა მოგიტანოთ. მეცნიერთა აზრით, რაც უფრო მაღალია ცხოვრების რიტმი, მით უფრო ხანმოკლეა ცხოვრება. ამიტომ ნუ დაგავიწყდებათ დრო და დრო გაჩერება, მოდუნება და უბრალოდ სიზარმაცე, რაც ძალიან სასარგებლოა.

ასევე აღმოჩნდა, რომ, როცა ვიცინით სისხლძარღები ფართოვდება, იწყება ინფარქტის პროფილაქტიკა. ანუ თავის გადასარჩენად სიცილი საუკეთესო გამოსავალია. იგი აძლიერებს იმუნიტეტს. ათასობით ადამიანი, რომელიც სიცილის თერაპიით არის დაკავებული იშვიათად ცივდება. სიცილი ამსუბუქებს ასთმის შეტევას, ასუსტებს ტკივილს ართრიტის დროს, არის ძილის კარგი გარანტი. 2-წუთიანი სიცილი 45-წუთიან მოდუნებას უდრის. სიცილი ტვინისთვისაც სასარგებლოა, რადგან ხელს უწყობს მარჯვენა და მარცხენა ნახევარსფეროების მუშაობის სინქრონიზაციას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ინტელექტუალურ ამოცანებს ამ დროს უფრო კარგად ამოხსნით. როდესაც ვიცინით სახის უამრავი კუნთი იწყებს მოძრაობას. უფრო აქტიურად იკუმშება დიაფრაგმა, ფილტვები მთელი დატვირთვით მუშაობს, ჩქარდება სისიხლის მიმოქცევა, უმჯობესდება კანისა და ტვინის კვება, ლოყები ვარდისფერია, განწყობა ამაღლებული, სახე კი ახალგაზრდული.

 

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები