LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სიყვარულის ამბავი“ – ნათია ქველაძე სიმღერის პრემიერით „არ დაიდარდოში“

63
ნათია-ქველაძე

15 დეკემბერს რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“  ნათია ქველაძე სტუმრობდა. გადაცემაში სიმღერის „სიყვარულის ამბავი“ პრემიერა შედგა. გადაცემის სტუმარმა კიდევ ერთი ახალი ნამუშევარიც დააანონსა.

ნათია, როგორია წინასაახალწლო განწყობა და როგორ შეაჯამებ 2023 წელს?

ძალიან საინტერესო, ბევრი სიახლით სავსე წელი იყო ჩემთვის… დაიწერა სიმღერები, სტუდიაში მივიღე ახალი ბავშვები… გუშინ გადავიღეთ ორი კლიპი, რომლებიც საახალწლოდ ჩემს გადაცემაში გავა. ნამდვილად ნაყოფიერი წელი იყო.

ჯერ მზადება არ დამიწყია, ნაძვის ხეც კი არ დამიდგამს.

მეკვლეობის თუ გჯერა?

სიღრმისეულად მჯერა-მეთქი, რომ გითხრათ, არა, მაგრამ გარკვეულწილად, კი.

ვისაუბროთ შენს ახალ სიმღერაზე.

სიმღერა ჩემი დაწერილია. ტექსტის ავტორი უნიჭიერესი პოეტი, ნანა ბადუაშვილი გახლავთ. ნანას უნდოდა, რომ სხვა ტექსტზე შემექმნა მუსიკა, მაგრამ მე ვუთხარი, გადავხედავ შენს კრებულს, მუსიკა ხომ მე უნდა დავწერო და რომელი ლექსიც უფრო ახლოს იქნება ჩემთან და უფრო მომეწონება, იმას ავარჩევ-მეთქი. ნანას ნამდვილად ყველა ტექსტი გადასარევი აქვს, მაგრამ თავისებურად ხომ უნდა მოვიდეს შენამდე ტექსტი, რომ მუსიკის დაწერისკენ გიბიძგოს. სიმღერა ზაზა გოჩიტაშვილთან ჩაიწერა. უნდა აღვნიშნო, რომ „ქსოვრელების“ პაატამ ცოცხლად ჩამიწერა კლარნეტი.

ასევე მალე მზად იქნება კიდევ ერთი სიმღერა, რომელიც ცირა ბზიშვილთან ჩავწერე. გავაკეთე ძველი სიმღერის ახლებური ვერსია, ახალი ტექსტით. მე მეკუთვნის სიმღერის მუსიკაც და ტექსტიც.

 

ნათია ქველაძე – სიყვარულის ამბავი

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

ნათია ქველაძე. ვიდეოკოლაჟი

 

ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები