LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სიყვარულის გარდა კიდევ ბევრი ფაქტორია.. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრს ვჩხუბობთ ხოლმე, მაგრამ“.. – რა არის სალომე ღვინიაშვილისა და ზურა ხიზანიშვილის მყარი ოჯახის საიდუმლო

3507
ფორტუნა (13)

ტელეწამყვანი და მოდელი სალომე ღვინიაშვილი გამომწერების კითხვებს პასუხობს.

ერთ ერთი მათგანი დაინტერესდა:

თქვენი და ზურას მყარი ოჯახის საიდუმლო რა არის?

რაზედაც სალომე პასუხობს:

„საიდუმლო არ არსებობს, მთავარი ალბათ სიყვარულია. თუმცა სიყვარულის გარდა კიდევ ბევრი ფაქტორია აუცილებელი. მეგობრობა მაგალითად, გამუდმებით პრანჭვა, რომ ის ქიმია  არსად გაქრეს. დათმობებზე წასვლა, პრობლემების ერთად მოგვარება და არა პრობლემებისგან გაქცევა.

პასუხისმგებლობების გააზრება. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრს ვჩხუბობთ ხოლმე, მაგრამ რაც უფრო წლები გადის, ურთიერთობა ბევრად მყარი, ნამდვილი და ჯანსაღია“. – წერს სალომე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g