ტომ კრუზი და ანა დე არმასი კვლავ ერთად გადაიღეს. წყვილი, რომლის რომანის შესახებ უკვე ორ თვეზე მეტია იწერება, პირადი ვერტმფრენით ლონდონში ჩაფრინდა.
პაპარაცებმა 62 წლის ტომ კრუზი მაშინ დააფიქსირეს, როცა ანასთან საკმაოდ ახლოს იყო მისული. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ დე არმასს 37 წელი შეუსრულდა. ეს ფოტოები კი სწორედ მის იუბილეზეა გადაღებული.
ცნობისთვის, პირველად 62 წლის ტომი და 36 წლის ანა ერთად „ვალენტინობაზე“ გამოჩნდნენ. სწორედ მას შემდეგ გაჟღერდა ინფორმაცია მათი რომანის შესახებ. ალტერნატიული წყარო კი იუწყება, რომ მათ საქმიანი ურთიერთობა აკავშირებთ და ერთობლივ ფილმზე მუშაობენ.
ანა დე არმასით შეპყრობილი ტომ კრუზი თმის მელირებას იკეთებს და კუნთებს იყენებს




