კომპოზიტორ რუსუდან ჩხაიძის გარდაცვალებას, ჟურნალისტი მაკა რაზმაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნავს, რომ რუსუდან სიყვარულით სავსე, კაშკაშა ადამიანი იყო, რომელიც სიკეთით და სიყვარულით ავსებდა გარშემომყოფებს.
„საშინლად მიყვარხარ… არ მეგულება ადამიანი, ვინც ერთხელ მაინც შეხვდა რუსიკოს და სამუდამოდ არ შეიყვარა ეს საოცარი ადამიანი. ბოლო დაბადების დღე მოიწყო წელს. თვითონ დაგვირეკა სათითაოდ ყველას, გაშალა დიდი სუფრა და შეგვკრიბა სახლში. უბედნიერესი დღე იყო, გაბრწყინებული იჯდა, სიყვარულს ასხივებდა, გვეფერებოდა და თითქოს გვემშვიდობებოდა… მართლაც მალევე სიკეთით სავსე გული გაუჩერდა… რამდენი ბავშვი გაიზარდა მის სიმღერებზე და შეიძლება ცოტამ თუ იცის რომ ის სიმღერები რუსიკოს ეკუთვნოდა.მიუხედავად ბობოქარი ხასიათისა, საოცრად თავმდაბალი ხელოვანი იყო და არასდროს იტყოდა ხოლმე ხმამაღლა თავის დამსახურებებზე. სხვებისგან იგებდნენ ხშირად ოჯახის წევრები. ვერ ვიჯერებ,ვერ ვეგუები რომ რუსიკო აღარ იქნება დედამიწაზე.რომ ვეღარ ჩავეხუტები, ვეღარ მოვუყვები ჩემს ამბებს და რომ აღარ მეყოლება ისეთი მეგობარი და მეგობრის დედა, როგორიც რუსიკო ჩხაიძეა. ❤️💔
ბევრი ფოტო გვაქვს ერთად და ყველა ფოტოში ასე ვეწებები და ვეხუტები როგორც ამ ფოტოზე. აქაც ერთერთი მისი დაბადების დღეა. გადაცემაში აუღნიშნეს ანრიმ და „პრაიმ-შოუმ“… საოცრალ ლამაზი იყო იმ დღეს და ძალიან ბედნიერი.
რუსუდან ჩხაიძე ის ადამიანია, რომელსაც გაიცნობ და ვეღარასდროს დაივიწყებ… ის ადამიანია, რომელიც როცა დაგტოვებს სამყარო სხვანაირი ხდება შენთვის და ხვდები,რომ ვეღარასდროს იქნები ისეთი, როგორიც აქამდე იყავი…
დღეს სამუდამოდ ვემშვიდობებით ჩვენს რუსიკოს, ქალბატონ რუსუდან ჩხაიძეს, ცნობილ კომპოზიტორს და საოცარ ადამიანს.
თვითონ სიყვარულით სავსე, კაშკაშა ადამიანი იყო, ყველაფერს ანათებდა სადაც მიდიოდა თავისი სიკეთით და სიხალისით და მეც მისი მსგავსი ვიდეო ავკინძე. მინდა რომ სამუდამოდ დაფიქსირდეს აქაც როგორ მიყვარდა და რა ძვირფასი იყო ჩემთვის ძალიან დიდი ადამიანი Rusudan Chkhaidze ❤️💐“, – წერს მაკა რაზმაძე.
