LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიყვარულს ასაკი არ აქვს – მოხუცებულთა პანსიონის ორ მკვიდრს ერთმანეთი შეუყვარდა და დაქორწინდა

95
Screenshot 2022-08-04 111721

დიდ ბრიტანეთში მოხუცებულთა სახლის ორი 77 წლის მაცხოვრებელი დაქორწინდა. რომანტიკული ისტორია Metro-მ გაავრცელა.

მერი ტურელმა დერეკ ბრაუნი კორონავირუსის პანდემიის დროს გაიცნო, მაშინ მამაკაცი იმ სახლში გადაიყვანეს სადაც მერი ცხოვრობდა. ტურელის თქმით მასა და ბრაუნს ერთმანეთი დანახვის წამიდან შეუყვარდათ. ქალმა ისიც დაამატა, რომ ოცნების მამაკაცი იპოვა და ძალიან ბედნიერია.

თავის მხრივ სასიძო თავის რჩეულს საუკეთესოდ თვლის. წყვილი ერთად ძალიან ბევრ დროს ატარებს: შეყვარებულები ბევრს ცეკვავენ, ხატავენ და მღერიან.

მათ ქორწილი პანსიონში, მეგობრებისა და ახლობლების გარემოცვაში გადაიხადეს.

„ეს იყო პირველი ქორწილი, რომელიც ჩვენს ტერიტორიაზე გაიმართა და ძალიან გვიხარია, რომ ჩვენმა მაცხოვრებლებმა სიყვარული იპოვეს. თანაც ცხოვრების იმ ეტაპზე, როცა ბევრი ადამიანი მას უბრალოდ აღარ ეძებს.“ – განაცხადა მოხუცებულთა სახლის მმართველმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები