ქართველმა მომღერალმა, ნინი ბადურაშვილმა, ვენეციის კინოფესტივალზე გაიბრწყინა.
მომღერალი მსოფლიო ბრენდის, Armani-ის ამბასადორია. ნინი ბადურაშვილის ვენეციაში მოგზაურობის უამრავი კადრი გაგვიზიარა მისმა მენეჯერმა, კოკი ფერაზი ფანგანმა.
ამჯერად კოკი საკუთარ ვენეციური თავგადასავალს და ემოციებს გვიზიარებს.
„ვენეციაში მეოთხედ ვიმყოფები, მაგრამ ამჯერად ჩემი მოგზაურობა სრულიად განსხვავებულია! ეს ყველაზე განსაკუთრებული დღეებია ჩემს ცხოვრებაში. იტალია, თავისი სითბოთი და სილამაზით, ყოველთვის ჩემს გულს განსაკუთრებულად ეხება. ყველაზე დიდი ბედნიერებაა, რომ ამ ემოციებს ნინისთან ერთად ვიზიარებ. მისი სილამაზე, შარმი და ნიჭი სცდება სცენას. ნინი ყველგან ანათებს, სადაც კი გამოჩნდება. მასზე ლაპარაკი არასოდეს დამღლის, რადგან მისი წარმატებები ჩვენთვის ყველასთვის დიდი სიხარულია. არმანის გუნდთან მუშაობა კი ჩემთვის ძალიან დიდი პროფესიული, გამოცდილებაა! ეს არის შესაძლებლობა, ვიყო ისეთი ბრენდის გვერდით, რომელიც მსოფლიო მოდის ისტორიას ქმნის და ამავე დროს, ნინიმ წარმოაჩინოს ქართული სილამაზე საერთაშორისო სცენაზე.
„როცა არმანის შოურუმში შევიდა, მთელი გუნდი სუნთქვაშეკრული უმზერდა… თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ის არის თავისი თაობის ყველაზე ლამაზი ქალი“ – რას წერს კოკი ფერაზი ფანგანი ნინი ბადურაშვილის ვენეციურ თავგადასავალზე
კადრებს ვენეციიდან სოციალურ ქსელში ნინის მენეჯერი, კოკი ფერაზი ფანგანი გვიზიარებს.
ამ მოგზაურობამ მომცა მეტი რწმენა, რომ სიზმრები აუცილებლად სრულდება, როდესაც გჯერა! როდესაც არ ნებდები და როდესაც გვერდით ისეთი ადამიანები გყავს, როგორებიც ნინია (ჩემი, უკვე 16 წლის მეგობარი) და აუცილებლად მინდა გითხრათ, რომ ყველაზე დიდი ბედნიერება თქვენი დადებითი ემოციები და თბილი სიტყვებია ქართველებო“, – წერს კოკი ფერაზი ფანგანი.
ფოტო/ვიდეო: „მსოფლიო სილამაზე“, „ვამაყობთ შენით“ – ნინი ბადურაშვილი ვენეციიდან კადრებს გვიზიარებს
ვენეციაში მეოთხედ ვიმყოფები, მაგრამ ამჯერად ჩემი მოგზაურობა სრულიად განსხვავებულია!ეს ყველაზე განსაკუთრებული დღეებია…
Posted by Koki Ferrazi Pangani on პარასკევი, 29 აგვისტო, 2025