ცოტა ხნის წინ ჩვენ ვწერდით ადელის ახალ სიმღერაზე Hello, რომელიც პირველი ტრეკი აღმოჩნდა მისი ახალი ალბომიდან. სიმღერაზე გადაღებულმა ვიდეოკლიპმა კი, მოკლე დროში უპრეცედენტო რაოდენობის ნახვა დააგროვა საიტზე. ამჯერად კი, გრემის ტრიუმფატორი მომღერალი სკანდალში გაეხვა. მას პლაგიატში ადანაშაულებენ.
სოციალურ ქსელებსა და ფორუმებზე წერენ, რომ სიმღერა ანალოგია ტომ უეთსის სიმღერისა Martha, რომელიც 1973 წელსაა გამოშვებული. შეადარეთ თავად