LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სკანდალი სამეფო ოჯახში: კეიტ მიდლტონის ბიძა ძალადობის ბრალდებით დააკავეს

68

დასავლური მედია სამეფო ოჯახთან დაკავშირებით უსიამოვნო ფაქტის შესახებ წერს: კეიტ მიდლტონის ბიძა, ჰარი გოლდსმიტი ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააპატიმრეს.

პოლიციამ ის მას შემდეგ დააკავა, რაც თვითმხილველებმა განაცხადეს, რომ გოლდსმიტმა მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა ქუჩაში მიაყენა. მათივე თქმით, ჰარის მეუღლე ძირს დავარდა და გონება დაკარგა. სასამართლო 31 ოქტომბერს არის დანიშნული.

არც თავად კეიტს და არც კენსინგტონის სასახლის პრეს-სამსახურს ამ ფაქტზე კომენტარი არ გაუკეთებია. რამდენიმე ბრიტანულმა გამოცემამ ისიც კი დაწერა, რომ ორსულმა მიდლტონმა ამ ყველაფრის შესახებ არაფერი იცის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები