LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სკაპი პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ მეორე ფაზის მხარდამჭერია

522
სკაპი

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სკაპის მხარდაჭერით, პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ მეორე ფაზა დაიწყო – რეგისტრაცია შესაძლებელია 30 აპრილის ჩათვლით.

პროექტი 3 წლიანია და მისი მიზანია საქართველოს 4 რეგიონში ახალგაზრდა მეწარმეების მხარდაჭერა და ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობა.

თუ ხართ 18-35 წლის, ცხოვრობთ ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, გურიაში ან აჭარაში და გაქვთ იდეა ან უკვე არსებული მცირე ბიზნესის განვითარების სურვილი – ეს პროგრამა თქვენთვისაა.

თქვენ გექნებათ შესაძლებლობა:

  • მიიღოთ 30 000 ლარამდე ფულადი გრანტი
  • გაიაროთ პრაქტიკული ტრენინგები
  • დაიწყოთ ან განავითაროთ საკუთარი ბიზნესი

პროექტი „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ (RDYE) – ფაზა II ხორციელდება საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაცია მერსი ქორფსის საქართველოს წარმომადგენლობის მიერ, „ავსტრიის საერთაშორისო პარტნიორობის“ (International Partnerships Austria) დაფინანსებით.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: +995 595 951 236

ან დარეგისტრირდით ონლაინ.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g