სკარლეტ იოჰანსონი მონაწილეობას მიიღებს რეჟისორ ნოა ბაუმბაკის ახალ ფილმში. პარტნიორობას კი მას ადამ დრაივერი გაუწევს.
პაპარაცებმა მსახიობების ნიუ-იორკში, გადასაღებ მოედანზე დაფიქსირება უკვე მოახერხეს. კადრში იოჰანსონისა და დრაივერის გარდა, პატარა ბიჭუნაც ჩანს, რომელიც სავარაუდოდ მათი საერთო შვილის როლს შეასრულებს.
სიუჟეტი ახალგაზრდა ოჯახის კრიზისულ პერიოდს ეხება, რომელიც დანგრევის პირას არის. შეძლებენ თუ არა ისინი ოჯახის შენარჩუნებას, ამას ფილმის გამოსვლის შემდეგ გავიგებთ.
