ოსკაროსანი რეჟისორი სებასტიან ლელიო ფილმს, სახელწოდებით „პატარძალი“ (Bride) გადაიღებს, რომელიც ფრანკენშტეინის პატარძლის შესახებ იქნება. ამის შესახებ გამოცემა The Hollywood Reporter იტყობინება. სიუჟეტის მიხედვით, პატარძალი გააცნობიერებს, რომ ცოცხალი არსებაა და შემქმნელს გაექცევა.
სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ფრანკენშტეინის პატარძლის როლს სკარლეტ იოჰანსონი მოირგებს. აღანიშნავია, რომ მსახიობი ფილმის ერთ-ერთი პროდიუსერიც იქნება.