სკარლეტ იოჰანსონი და კოლინ ჟოსტი ქორწილისთვის ემზადებიან.
ამ დღეებში, ცნობილი გახდა, რომ 34 წლის მსახიობი 36 წლის კომიკოსზე დაინიშნა.

აღსანიშნავია, რომ სკარლეტისთვის მესამე, კოლინისთვის კი პირველი საქორწილო წვეულების დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა როგორც ინსაიდერი იუწყება, ვარსკვლავური წყვილი წლის ბოლომდე იქორწინებს.

შეგახსენებთ, რომ სკარლეტ იოჰანსონი და კოლინ ჟოსტი ერთმანეთს 2017 წლის დეკემბრიდან ხვდებიან.