მსახიობმა და მომღერალმა, სკარლეტ იოჰანსონმა მინი-ალბომი „Apart“ გამოუშვა. მასალის ჩაწერაში იოჰანსონს მისი დიდი ხნის მეგობარი – მომღერალი და გიტარისტი პიტ იორნი დაეხმარა.
აღსანიშნავია, რომ დუეტს უკვე აქვს ერთობლივი დისკი „Break Up“ , რომელიც 2009 წელს გამოვიდა. დისკი ამერიკული ჩარტის 49-ე პოზიციაზე განთავსდა.