ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა – მსახიობსა და ცნობილ ინფლუენსერს, თამუნა მდივანს შვილი გარდაეცვალა. გიორგი მდივანის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია თავად მსახიობმა გაავრცელა.
გავრცელებულ სამწუხარო ინფორმაციას მოქალაქეები სოციალურ ქსელში ეხმაურებიან და ოჯახს თანაგრძნობას უცხადებენ.
გიორგი მდივანის შესახებ წერს მისი ნათლია, ტელეწამყვანი მაკო რატიანი და ნათლულს ემოციურად ემშვიდობება.
„არ არსებობს ამაზე მეტი ტკივილი, რასაც სიკვდილი ჰქვია, არ არსებობს სანუგეშებელი სიტყვა, რომ მის დედას და მამას უთხრა, მეწვის მთელი სხეული სიმწრისგან – გიო მდივანი.
მართალია, ცუდი ნათლია ვიყავი, მაგრამ მისი ნათლია ვიყავი. ვერაფრით ვერ დავიტრაბახებ როგორც ნათლია, გარდა იმისა, რომ სულ ჩემს შვილებთან ერთად ყველა ჩემს ნათლულებს ვიხსენიებ, უფალს მათთვის წყალობას ვთხოვ. გიორგისთვის მეტს ვერაფერს ვაკეთებდი.
მე და თამუნა ერთად ვიყავით ორსულად ის გიოზე, მე ბუბუზე. ერთი დღე არ გადიოდა უერთმანეთოდ, მერე სულ ერთად ვასეირნებდით ვაკის პარკში, კუს ტბაზე, ერთ პედიატრთან დაგვყავდა, ერთ მენიუს ვუდგენდით, ერთად ჩამოგვქონდა მათთვის 5 თვის რომ იყვნენ შავი ხიზილალა ბაქოდან, კვების ექიმმა მათ მენიუში დაგვინიშნა სასარგებლოაო.
ღმერთო, შეხვედრამდე კარგო ბიჭო. ამბობენ ნათლია და ნათლული იმიერში ერთმანეთს ხვდებიანო.
როგორც შენი დედიკო გეუბნებოდა ყველა სახლიდან გასვლისას – „ღვთისმშობელს ებარებოდე“, – წერს მაკო რატიანი სოციალურ ქსელში.
არ არსებობს ამაზე მეტი ტკივილი რასაც სიკვდილი ქვია, 😥😥😥არ არსებობს სანუგეშებელი სიტყვა რო მის დედას და მამას უთხრა,😥😥😥…
Posted by Mako Ratiani on ორშაბათი, 28 აპრილი, 2025