მსახიობი ანა მგალობლიშვილი, რომელიც საზოგადოებამ სერიალიდან „სიყვარულს მიღმა“ გაიცნო, ჟურნალ „გზასთან“ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ სერიალში მონაწილეობის პარალელურად, ტელევიზიებში სხვადასხვა პროექტზე მუშაობდა, მათ შორის პროდიუსერისა და რეჟისორის ასისტენტის პოზიციაზე.
გარდა ამისა, ანა მგალობლიშვილმა მეუღლეზეც ისაუბრა.
გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
– პირველად რომ შემიყვარდა…
– …არც ისე პატარა ვიყავი, თან ის სიყვარული 8 წელიწადს გრძელდებოდა. დღეს მგონია, ის გრძნობა მაინც ბავშვური იყო, ტოქსიკური მიჯაჭვულობით. მაშინ დათმობებზე არ მივდიოდი, სხვაგვარი ვიყავი თავადაც. დღეს გააზრებულად მიყვარს, დათმობებზეც მივდივარ და შევიცვალე კიდეც.
– ლაშამ რით მოგხიბლა?
– ძალიან გაწონასწორებული ადამიანია, გამგებია. ცოტა საშიშად გამგებიც. იმდენად არ აქვს პრობლემა არაფერზე, სხვა გოგონები ქმრებს რომ ვერ გაუბედავენ და ვერ მოუყვებიან, ისეთ რამესაც კი ვუყვები. კომფორტულია, ერთმანეთს არაფერს ვუმალავთ. ლაშასთან მშვიდად ვარ და ეს სიმშვიდე ჩემთვის ბევრს ნიშნავს.